არასამთავრობოები ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებენ | 19.04.2021

მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. “სამართლიანი არჩევნები”, “საია” და “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოების თქმით საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა. ისინი მიესალმებიან, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა, მათი შეფასებით სამწუხაროა, რომ ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული. მესამე სექტორი მოუწოდებს მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე, იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით და ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები