რა ბედი ელის ლარს, რომელმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანტირეკორდი მოხსნა | 16.04.2021

რა ბედი ელის ლარს, რომელმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანტირეკორდი მოხსნა. გაძვირებული ცხოვრებისა და მომატებული ფასების ფონზე ფინანსთა სამინისტრის პროგნოზი პოზიტიურია. ახალი ფინანსთა მინისტრი, რომელიც მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა, ამბობს, რომ ქვეყანაში მომატებული უცხოური ინვესტიციების რიცხვი და ვაქცინაციის დაწყება, ეროვნულ ვალუტას მძიმე რყევებისგან დაიცავს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს საზოაგადოებას აუწყა, რომ საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის ოდენობის ხუთწლიანი ევროობლიგაციები რეკორდულად დაბალ, 2.75%-ად გამოუშვა. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთი იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ინვესტორებისთვის ისევ საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა.