გიორგი სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა | 15.04.2021

ჟურნალისტ ვახო სანაიას  თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არსებობს დაკავებულების მხრიდან, მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ადვოკატები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის პატიმრობის გაუქმებას და 4 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც თავად ვახო სანაია ამბობს თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სამართალდამცავებმა თავდამსხმელები მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს. მათ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტს ედავებიან. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.