რკინის ბარიკადები და რიონის ხეობის მცველების ცოცხალი ჯაჭვი – პროტესტი გრძელდება | 15.04.2021

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეების პროტესტი გრძელდება. აქციამ დილით ქუთაისიდან ისევ გუმათში გადაინაცვლა. თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს და შესაძლო პროვოკაციის გამო ლოკაცია შეიცვალეს. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათი აქციის დისკრედიატიციის მიზნით, სოფელ გუმათში, კარვების ადგილთან, სხვადასხვა ჯგუფი იმყოფება, რომლებიც, შესაძლოა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი ემიჯნებიან ამ პროცესს და პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით სხვა ადგილას გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ნამახვანის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილების უფლებას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მოტხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი მთელი ქვეყნის პიკეტირებას აანონსებენ.

სოფელ გუმათში დღეს “ქართული მარში” ჩავიდა.  ამბობენ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ აქციის მონაწილეებს და ვიტარებაზე დაკვირვება სურთ. “ქართული მარშის” წარმომადგენლები აქციის ორგანიზატორებს შეხვდნენ და აქციაზე დასწრების უფლება სთხოვეს. რაც რიონის ხეობის მცველებმა დააკმაყოფილეს. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მისვლისა  და სოლიდარობის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მათ გარდა  არავის ექნება.

აქციის მონაწილეებმა ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენეს. აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა, სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა მათი თქმით, იქ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი. პროტესტი კი უკვე 172 დღეა გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერება და თურქულ კომპანია “ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება – ეს რიონის ხეობის მცველების უცვლელი მოთხოვნებია.  ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვები დაშალეს. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ  თუ მათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა არ ექნებათ,  პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები