ბოლო 24 საათში COVID-19 კიდევ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 | 15.04.2021

ქვეყანაში ეპიდ ვითარება ისევ რთულია. ბოლო 24 საათში ჩატარებული 32 801 ტესტიდან COVID-19 კიდევ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიცირებულთა რიცხვი 292 244-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გარდაცვალების კიდევ 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი COVID-19-ს ჯამში 3 908  ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მეტი 538 შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა, მეორე ადგილზე 103 შემთხვევით აჭარაა, მესამე ადგილზე კი იმერეთია, სადაც COVID-19 73 ადამიანს დაუდასტურდა. 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  3,14%-ს შეადგენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები