შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს – საპატრიარქო | 14.04.2021

“შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს,” – ასე აფასებს   საპატრიარქო   რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. სასულიერო პირები გავრცელებულ განცხადებაში დიალოგის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ ის მხოლოდ ფორმალური არ უნდა იყოს. საპატრიარქო თვლის, რომ დაინტერესებულ მხარეებს და სპეციალისტებს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის საშუალება უნდა მიეცეთ. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოს განცხადებას მიესალმება  ეკონომიკის სამინისტრო. გავრცელებულ განცხადებაში უწყება  საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მიმართავს. ამბობენ, რომ მიუღებელია საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნების კატეგორიული ტონი. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ  დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები