ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ რთულია | 14.04.2021

ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ რთულია. ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 863 ტესტიდან COVID-19 კიდევ 1085 ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიცირებულთა რიცხვი 291 214-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გარდაცვალების კიდევ 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი COVID-19-ს ჯამში 3 901  ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მეტი 664 შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა, მეორე ადგილზე 96 შემთხვევით აჭარაა, მესამე ადგილზე კი იმერეთია, სადაც COVID-19 52 ადამიანს დაუდასტურდა. 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  3%-ს გადასცდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები