მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია – მერია | 14.04.2021

“მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია” – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. როგორც ბენდელიანი ამბობს, ფერდობზე დიდი მოცულობის მიწის მასა მოხსნეს და ამ მასით წინაღობა შექმნეს. ამიტომ ფერდობზე მეწყერის მოძრაობა ამ ეტაპზე გაჩერებულია.  მისივე თქმით, ჩატარებული სამუშაოები გერმანელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. ბენდელიანის თქმით, დაყენდა მონიტორინგის სისტემა, რომლითაც შესაძლებელია მუდმივ რეჟიმში არსებული ვითარების კონტროლი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები