ამერიკელი ბიზნესმენი პროკურატურის წინააღმდეგ და „ქართული მარშისა“ და „ოცნების“ კავშირზე | 13.04.2021

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ბიზნესმენი ვალ ირელი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიკერძოებული და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ “ქართული მარშის” წევრებმა, რამაზ გაგნიძემ  და ვაჟა გორდიაშვილმა მასთან ბიზნესგარიგებები თაღლითური გზით დადეს, ხელშეკრულებები გააყალბეს რითაც ის გაკოტრებამდე მიიყვანეს, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს პროკურატურამ 11 წლიანი დავის შემდეგ საქმე დახურა. ამის მიზეზად კი ვალ ირელი გაგნიძის და გორდიაშვილის “ქართულ ოცნებასთან” კავშირს ასახელებს და ამბობს, რომ ისინი პროკურატურის გადაყვეტილებებზე გავლენას ახდენენ. ამერიკელმა ბიზნესმენმა დღეს საგამოძიებო უწყებასთან აქცია გამართა, რომელსაც  პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარიაც შეუერთდა.