„ნიკა მელიას პატიმრობა „ოცნებას“ მძიმე ფასად დაუჯდება“ – აქცია სასამართლო პროცესის პარალელურად | 13.04.2021

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს და პოლიტიკურს უწოდებენ ნიკა მელიას თანაგუნდელები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც მელიას გამხნევებას დღეს სასამართლოს დარბაზში და მის გარეთ ცდილობდნენ. ოპოზიცია, რომელიც ნიკა მელიასთან ერთად სპეცდანიშნულების რაზმს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დახვდა, ამბობს, რომ მელიას პატიმრობა “ოცნების” ხელისუფლებას მძიმე ფასად დაუჯდება. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური დევნის გაგრძელების შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” სანქციებიც დაუწესდეს.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საქალაქო სასამართლოს გარეთ  მელიის ფორმაში ჩაცმული სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, რომლებმაც ცაში ფერადი კვამლი გაუშვეს და ნიკა მელიას სოლიდარობა გამოუცხადეს. ახალგაზრდების ჯგუფი ამბობს, რომ მელია პოლიტიკური პატიმარია, ამიტომ ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მისი ციხიდან გამოშვება მაინც მოუწევს. სასამართლოსთან დღეს მცირე დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს ხმის გამაძლიერებლის შეტანის უფლება არ მისცა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები