კიდევ ერთი მეწყრული ზონა თბილისში- მთის ფერდი ამჯერად ვაკეში, მეტრაპარკის დასახლებაში ჩამოიშალა | 13.04.2021

კიდევ ერთი მეწყრული ზონა თბილისში. ბაგები-წყნეთის დმაკავშირებელი  მონაკვეთის შემდეგ, მთის ფერდი ვაკეში,  მეტრაპარკის დასახლებაში ჩამოიშალა.  მიზეზი ადგილზე არსებული სამშენებლო სამუშაოები გახდა, თუმცა “მეტრა დეველოპმენტის” წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ  ეს პროცესი მოსალოდნელი იყო და ფერდობის ჩამოშლა ბუნებრივად მოხდა.  მათივე ცნობით, კომპანიას მშენებლობის ნებართვის გეოლოგიური დასკვნაც აქვს და მოსახლეობას საფრთხეარ ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტრა დეველოპმენტს მშენებლობის ნებართვის გეოლოგიური დასკვნა აქვს, დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აშენება დაუშვებელია. ექსპერტების შეფასებით, ტერიტორიზე მიწის ფენა სახიფათოა და ახლა მთავარი  ადგილზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები