359 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი – კორნავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში | 12.04.2021

359 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი და 526 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ქვეყანაში. ბოლო 24 საათში ჩატარებული 13 685 ტესტიდან COVID-19 კიდევ 359 ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 288 755-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 202 ინფიცირებული დედაქალაქში გამოვლინდა. აჭარაში 46 შემთხვევა დადასტურდა, მესამე ადგილზე კი 19 შემთხვევით იმერეთია. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რაოდენობა 3883-მდე გაიზარდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები