რიონის ხეობაში განვთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს | 12.04.2021

რიონის ხეობაში განვთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუცმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მისცეს აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა და საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ. ომბუცმენი აცხადებს, რომ კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას დამატებით შეისწავლის.

“კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას,” – ნათქვამია განცხადებაში.