დღეიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო | 12.04.2021

დღეიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმდებიან. სამუშაოს ხანგრძლივობა კი 1 წელია.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კანდიდატმა აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, ასევე უნდა აცნობიერებდეს, რომ კანდიდატი მომავალში ისრაელში მუშაობას ვერ შეძლებს. რაც შეეხება სამუშაო ადგილების კვოტას – 2021 წლის განმავლობაში ისრაელში დასაქმება საქართველოს 1000 მოქალაქეს შეეძლება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები