777 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი – კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში | 09.04.2021

777 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი და 342 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა ქვეყანაში. დედებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ  2%-ზე მეტია. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 37 000-მდე ტესტი ჩატარდა. ახალი შემთხვევებიდან  ნახევარზე ემტი ისევ დედაქალაქშია. კერძოდ, თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარაში- 62, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 91, კახეთში – 32, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 6, ხოლო  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10. ბოლო მონაცემებით ქვეყენაში COVID-19-ს სულ  6873 პაციენტი ებრძვის. მასობრივი ტესტირება გრძელდება რეგიონებში. აბაშის ორ სოფელში, მარანსა და ტყვირში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს. დღეს 200-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და 30 შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო.