საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე – ჯორჯ კენტი | 08.04.2021

“საქართველოს პოლიტიკური კლასი, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობის ნაცვლად, მეტად ფოკუსირებულია შიდა პოლიტიკურ დრამაზე” – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა. ჯორჯ კენტი ამბობს, რომ დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც, მისი შეფასებით პროვოცირებული და შექმნილია როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ქმედებების გამო. კენტი ამბობს, რომ კომპრომისის და შეთანხმების მისაღწევად ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას.

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები