ჭყონდიდის ეპარქიის გადაწყვეტილება იქნება ძალაში, სანამ არ განიხილავს სინოდი – მეუფე შიო | 07.04.2021

“ჭყონდიდის ეპარქიის გადაწყვეტილება იქნება ძალაში, სანამ მას  არ განიხილავს ზემდგომი, წმინდა სინოდი” – ასეთია  პატრიარქის ტახტის მოსაყდრის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ახალმა მიტროპოლიტმა  20-მდე სასულიერო პირს  მღვდელმსახურების უფლება  შეუჩერა.

მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის ეპარქიას წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ახალი მმართველი ჰყავს, მარტვილის ეპარქიაში ვითარება დაძაბულია. პეტრე ცაავას მრევლის ნაწილი ახალ მიტროპოლიტს უნდობლობას უცხადებს.  მეუფე სტეფანე კი ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.  არ არის გამორიცხული მწვავე დაპირისპირების ფონზე, წმინდა სინოდმა საკითხზე  უახლოეს პერიოდში იმსჯელოს.