ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატები საქმის მოწმეების ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ | 07.04.2021

ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატები საქმის მოწმეების ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ. მათი განცხადებით,  საქმის 7 ტომიდან 5, მოწმეთა ჩვენებებისგან შედგება, თუმცა შეცვლილი ჩვენებების გამო საქმეზე კითხვები გაჩნდა. გარდაცვლილი ექთნის უფლებადამცველები ასევე ამბობენ, რომ არაზუსტია გამოკითხულთა მიერ დასახელებული ვაქცინაციის დრო და ვიდეოჩანაწერში ასახული დრო. მათივე თქმით, საქმეში არ დევს ვაქცინის ფლაკონი, რაც საეჭვოს ხდის საქმის გამოძიების დეტალებს. მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორაცია, ჰქონდა თუ არა დაღუპულ ექთანს გადატანილი კორონავირუსი. მათივე ინფორმაციით, ექიმ-ალერგოლოგის გამოკითხვის მიხედვით, ირკვევა, რომ ალერგიული ფონი ორგანიზმში სავარაუდოდ ნორმაში არ იყო.

27 წლის ექთანი, რომელსაც AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები