აფგან მუხთარლი თბილისშია – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პროკურატურის შეკითხვებს უპასუხებს | 07.04.2021

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში გატაცების შემდეგ ის ქვეყანაში პირველად შემოვიდა. აფგან მუხთარლი მზად არის პროკურატურის კითხვებს უპასუხოს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემას ჯერ კიდევ ოქტომბერში აპირებდა, თუმცა, მისი თქმით მაშინ საქართველომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრა. აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ხვალ არის დაბარებული. ადვოკატი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და დანაშაულს გახსნის.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანის ციხეში იმყოფებოდა. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის საპატიმროდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს, დანარჩენი წლები კი პირობითად ჩაეთვალა. მუხთარლის გატაცების საქმეს საქართველოს პროკურატურა 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები