ეპიდსიტუაცია დღითიდღე მძიმდება – დაწესდება თუ არა ქვეყანაში კვლავ მკაცრი შეზღუდვები | 06.04.2021

კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. ეპიდ სიტუცია დღითი-დღე ისევ მძიმდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გაუარესებული ეპიდმდგომარეობა მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაუცველობის შედეგია. სწორედ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, დაწესდება თუ არა ქვეყანაში კვლავ მკაცრი შეზღუდვები. ამ ეტაპზე, მხოლოდ უკვე დაწესებული ზომების პროცესის გამკაცრებაზეა საუბარი. დღეს გაუარესებულ ეპიდ სიტუაციაზე საკოორდიანციო საბჭოს უნდა ემსჯელა, თუმცა იმის გამო, რომ მთავრობის მეთაური კოვიდ ინფიცირებულია, სხდომა გადაიდო.  ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდა, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია, რისკების თავიდან აცილების მიზნით თვითიზოლაციაში გადადის. მათივე განცხადებით, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 592 ტესტიდან COVID-19  897 ადამიანს დაუდგინდა. დღიური შემთხვევების მსგავსად მატულობს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ კიდევ 10 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებლმა კი უპრეცედენტოდ მაღალი, 3.65% შეადგინა. ყველაზე მეტი დადასტურებული 463 შემთხვევა თბილისს უკავშირდება. მაჩვენებელი გაზრდილია  რეგიოენებშიც.

გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას გაუაზრებელ რეგულაციებს აბრალებს ოპოზიცია. ხელისულფების ოპონენტების თქმით, მმართველ გუნდს მართვის სადავეები გაექცა და სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. მათი თქმით, მთავრობა რეგულაციებსა და გადაადგილების შეზღუდვას მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამბობენ, რომ ვაქცინაციის გეგმაც არასწორად იყო შედგენილი.

“ქართულ ოცნებაში” კი ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერენ. ამბობენ, რომ ეპიდ სიტუაციას ოპოციზიის დამოკიდებულება ართულებს. მათი განცხადებით, ოპოზიცია პანდემიას არასერიოზულად უყურებს, რაც გამოიხატება 15 მაისს დაგეგმილ აქციაში, ხოლო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც რეგულაციების პარალელურად იმართება, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან 3 კვირის თავზე ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი. ხვალ ვაქცინაციის საბჭოც შეიკრიბება და იმსჯელებს, დაემატება თუ არა აცრების პროცესს დამატებითი ჯგუფები.