რაზე ისაუბრეს ანა დოლიძემ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა | 06.04.2021

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ევროკავშირის ელჩს შეხვდა. ანა დოლიძემ და კარლ ჰარცელმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. ანა დოლიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილეს გზები, როგორ შეიძლება კრისტიან დანიელსონის გეგმა განხორციელდეს. მისი თქმით, კარლ ჰარცელს შეხვედრისას შესთავაზა სასამართლოსთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა და განიხილეს საკითხები, რომელბიც შესაძლოა მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციისთვის მისაღები აღმოჩნდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები