პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა გაზრდილია – საიას ანგარიში | 0.04.2021

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია   სასამართლო სისტემაში არსებულ  ხარვეზებზე საუბრობს და  ოთხწლიან ანგარიშს აქვეყნებს.  დოკუმენტში ძირითადად საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასა და საპროცესო შეთანხმებებზე.   არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით,  პრობლემად რჩება პატიმრობის გადასინჯვის ფორმალური ხასიათი და ძირითად შემთხვევაში კმაყოფილდება საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნა. ანგარიშში საუბარია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზეც.  პრობლემად ასევე სახელდება პატიმრობისა და გირაოსაგან განსხვავებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების იშვიათად გამოყენება. დოკუმენტში  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახურ, ნარკოტიკულ და სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები