პროდუქტებზე ფასები რეკორდულად მატულობს. ფასები გაიზარდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზეც | 02.04.2021

პროდუქტებზე ფასები რეკორდულად მატულობს. ფასები გაიზარდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე. ეს კი ინფლაციის მაჩვენებლზე აისახა. 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 7,2 % შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 1 წელში ზეთი 35.8%-ით, შაქარი 13%-ით, თევზი – 12.2%-ით, პური – 7.7%-ით, ხოლო თამბაქო -12.1%-ით გაძვირდა. გაზრდილია ტრანსპორტის ფასიც, რაც  2.6%-ითაა გაზრდილი. მოსახლეობა ამბობს, რომ გაზრდილი ფასების ფონზე ცხოვრება დღითიდღე ჭირს და მათივე თქმით, მხოლოდ ფასები იცვლება, ხელფასები კი უცვლელი რჩება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები