პოლიტიკურ ელიტას არეულობის დასრულება არ სურს – ვიოლა ფონ კრამონი | 02.04.2021

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებას ევროპელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი twitter-ზე ეხმაურება. ის წერს რომ საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს იმსახურებს რაც შეიძლება მალე. ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთი ხელმომწერია, იმ განცხადების, რომელიც ევროპარლამენარებმა გაავრცელეს.

“ეს არის მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ. უაღრესად დიდ იმედგაცრუებას იწვევს ყველა ჩვენთაგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე,“- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები