„აუცილებელია მეწყერის გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“ | 02.04.2021

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე არსებულ მეწყერულ პროცესებზე  შუალედური დასკვნა ცნობილია. სპეციალისტების რეკომენდაციით აუცილებელია  მეწყერის გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. შუალედურ დასკვნას დედამიწის შემწავლელ მეცნიერებათა  ინსტიტუტი აქვეყნებს.  ირკვევა, რომ მეწყრის გამომწვევი მიზეზები მაჭავარიანის ქუჩაზე გზის გაფართოება-გაყვანის  და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის სამუშაობი გახდა. შუალედურ დასკვნაში ასევე წერია, რომ მცირეა შანსი დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს.

ვაშლიჯვრის დამეწყრილ ფერდობზე ამჟამად მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტერიტორიაზე მიწის მასას  ჭრიან.  თუმცა, მსგავსი ტიპის ჩარევა მიუღებელია დარგის სპეციალისტებისთის.  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დანაპრალებულ ტერიტორიაზე მსგავსი  ჩარევა მიწის ჩამოშლას დააჩქარებს.

დინამიკაში მოსული მეწყრული პროცესების გამო ვაშლიჯვრის მოსახლეობა შველას ითხოვს. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ბროწეულას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები არიან.  მათმა ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ნებით უკვე დატოვა. ნაწილი კი მერიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამბობენ, რომ თბილისის მერია მათ ყუადღებს არ აქცევს და შიშისგან ღამე არ სძინავთ.

ვაშლიჯრისა და ნუცუბიძის ტერიტორიაზე  დინამიკაში მოსული მეწყერის  ფოტოები 17 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ თბილისის მერიამ დიდი ხნით ადრე იცოდა, თუმცა ტერიტორიაზე ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები მაინც გრძელებოდა. გზის გაყვანა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც ტერიტორია სპეციალისტებმა, მათ შორის გერმანელმა ექსპერტება შეისწავლეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები