4-წლიანი პატიმრობის შემდეგ “ცენტრ-პოინტის” თანადამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა | 30.03.2021

4 წლიანი პატიმრობის შემდეგ “ცენტრ-პოინტის” თანადამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, რუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა. კერვალიშვილი სასჯელს “ცენტრ-პოინტის“ საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე იხდიდა, სასამართლომ ის 2017 წელს თაღლითობასა და მეანაბრეთა თანხების მითვისებაში ცნო დამნაშავედ. სპატიმროს დატოვების შემდეგ კერვალიშვილმა დღეს მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი ახლა ყველა მომჩივანის ბოლომდე დაკმაყოფილება იქნება. საპატიმროში ამ დრომდე რჩება კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი, რომელსაც შესაძლოა, უახლოეს კვირებში საპროცესო გარიგება გაუფორმდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები