ხმაური ბათუმის საკრებულოში, სადაც ბათუმის სანაპირო ზოლის გასხვისების საკითხზე მსჯელობდნენ | 30.03.2021

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოში. სხდომაზე სადაც ბათუმის სანაპირო ზოლის გასხვისების საკიტხზე მსჯელობდნენ, უმრავლესობის წევრებს ბათუმის ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე დაუპირისპირდა. მან სასტუმრო “ლე მერიდიანისთვის” პლაჟის ნაწილის 15 წლიანი იჯარით გადაცემა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დანაშაულია. საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირებაც მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები სხდომაზე დასწრებას და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდნენ, თუმცა ისინი დარბაზში არ შეუშვეს, რასაც ხმაური მოჰყვა. დაპირისპირების გამო ბათუმის საკრებულო  იძულებული გახდა, რომ სანაპირო ზოლის იჯარით გადაცემის საკითხი, დღის წესრიგიდან ამოეღო. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  თემაზე ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცების დროს იმსჯელებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები