პირი, რომელმაც პროკურატურას ნიკა მელიას გირაოს გადახდა შესთავაზა ამბობს, რომ სისტემა დატესტა | 30.03.2021

კერძო პირი, რომელმაც საგამოძიებო უწყებას  ნიკა მელიას  გირაოს გადახდა შესთავაზა ამბობს, რომ სისტემა დატესტა.  “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის 40 000 – ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო.  ფსიქოლოგი ამბობს, რომ მას  ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა სურს, თუმცა როგორ აპირებს ამ თანხის გადახდას, ბოგველი არ აკონკრეტებს.

ნიკა მელიას ადვოკატის ინფორმაციით, “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს. მელიას ადვოკატი ვარაუდობს, რომ ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ამ ვარაუდს იზიარებს ოპოზიციაც. თუმცა, “ქართული ოცნება” ირწმუნება,რომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნა “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია.

ინიციატივას,  ნიკა მელიასთვის დაკისრებული გირაოს გადახდის შესახებ,  პატიმარი  პოლიტიკოსის  ადვოკატები სამართლებრივ აბსურდს უწოდებენ. იურისტების ინფორმაციით, თუ ხელისუფლებას სურს, ნიკა მელიას გათავისუფლება, ერთადერთი გზა – პროკურატურის მხრიდან  სასამართლოსთვის მიმართვაა, რომ მელიას პატიმრობა შეეცვალოს, ან სასამართლომ  გადასინჯოს პატიმრობის ღონისძიება.  თავად  ნიკა მელია მისთვის დაკისრებულ გირაოს უკანონს უწოდებს  და წინააღმდეგია თვითონ ან ვინმე სხვა პირმა ეს თანხა გადაიხადოს.  თუმცა, ბესიკ ბოგველი უახლოეს პერიოდში  საჯარო განცხადების გაკეთებას და გირაოს გადასახდელად  ფულის შეგროვებას აპირებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები