“აფხაზეთი საქართველოა” – ვიდეო, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.შს სამნინისტრო იკვლევს | 30.03.2021

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ვიდეოს, რომელიც 20 წლის აფხაზმა გოგომ Tik-Tok-ზე გამოაქვეყნა და თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა. ე.წ სამინიტრომ გოგონა მსობლებთან ერთად უკვე გამოკითხა. ამის შემდეგ ალიონა ტანიამ ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ აფხაზეთი – ეს საქართველო არაა და ბოდიშს იხდის. ვიდეოში ჩანს გოგონას მამაც, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილის საქციელის შესახებ არაფერი იცოდა.  როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მათ აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით  არაერთი საჩივარი მოქალაქეების მხრიდან მიიღეს. ვიდეო ამ დროისთვის არ იძებნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები