ამერიკელი სენატორები “ოცნებას” დათმობაზე წასვლისკენ, ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ | 30.03.2021

ამერიკელი სენატორები “ქართულ ოცნებას” დათმობაზე წასვლისკენ, ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკელმა კანონმდებლებმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრეს. ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აცხადებენ, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აკისრია ამიტომ ისინი იმედოვნებენ, რომ “ქართული ოცნება” მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. სენატორები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება მოლაპარაკებების პროცესს დაეხმარება. ვრცელ ინტერვიუში სენატორმა რიშმა კიდევ ერთხელ ახსენა ამერიკის მხრიდან საქართველოს დახმარების საკითხიც და პირდაპირ თქვა, რომ თუ საქართველოში ვაშინგტონის გზავნილებს არ  გაითვალისწინებენ, პირველი ეტაპი დახმარების პირობითობა, მეორე კი უბრალოდ შეწყეტა იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები