საქართველოში დაბრუნებული კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდა | 29.03.2021

ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის  მოლაპარაკებების პროცესი კრისტიან დანიელსონმა დღეს პრეზიდენტთან განიხილა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. პრეზიდენტმა ხაზი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა  და  პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას გაუსვა. კრისტიან დანიელსონს უკვე შეხვდა პრემიერი. შეხვედრაზე  აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგისთვის. ასევე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელოს და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც პოლიტიკურ პროცეს პარლამენტში გადაიტანს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები