“დანაპრალებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს განხორიციელება ფერდობის ჩამოშლას გამოიწვევს” | 26.03.2021

კიდევ ერთი ახალი მეწყრული ზონა თბილისში. ეროზიული პროცესები ამჯერად ბაგები- წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე გამოვლინდა.  ტერიტორიაზე მიწის გარკვეული მასა გუშინ უკვე ჩამოიშალა, რის გამოც მერიამ საავტომობილო მოძრაბა დროებით შეზღუდა.  მერის მოადგილის ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური დამცავი კედელი მოეწყო. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.  ირაკლი ბენდელიანი ირწმუნება, რომ  პანიკის საფუძველი აღარ არსებობს და ის სამუშაოები რასაც მერია ატარებს,  მეწყრული პროცესების  შეჩერებისთვის საკმარისია.

ბაგები-წყნეთის დამაკავშიებელი მონაკვთისგან განსხვავბით გაცილებით საგანგაშო მდგომარეობაა ვაშვლიჯვირს ფერდობზე, სადაც  მიწის ნაპრალების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.  დინამიკაში მოსული პროცესების შესაჩერებლად კი თბილისის მერია გამაგრებით სამუშაოებს იწყებს. საწყის ეტაპზე მერიის მიზანი მთის ფერდის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებაა.

თბილისის მერიის გეგმას, დაიწყოს ვაშლიჯვრის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები, საფრთხის შემცველს უწოდებენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში.  ამბობენ, რომ დანაპრალებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს განხორიციელება ფერდობის ჩამოშლას გამოიწვევს. ექსპერტების შეფასებით, ვიდრე დამეწყრილი ტერიტორიის მონიტორინგის შედეგები სრულად არ დაიდება,  მანამდე ფერდზე არანაირი სახის ჩარევა არ შეიძლება.

დინამიკაში მოსული მეწყრული პროცესების გამო შველას ითხოვს  ვაშლიჯვრის მოსახლეობა. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ბროწეულას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები არიან.  მათმა ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ნებით უკვე დატოვა. ნაწილი კი მერიის გადაწყვწტილების მოლოდინშია. ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ახლა მონიტორინგის შედეგების დროულად დადებაა, რომლის მიხედვითაც შესაბამისად მოქმდებას შეძლებენ.

ვაშლიჯრისა და ნუცუბიძის ტერიტორიაზე  დინამიკაში მოსული მეწყერის  ფოტოები პირველად 17 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ თბილისის მერიამ დიდი ხნით ადრე იცოდა, თუმცა ტერიტორიაზე ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს მაინც აგრძელებდა. გზის გაყვანა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ტერიტორია სპეციალისტებმა შეისწავლეს და საზოგადოებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აუწყეს.