მკაცრი გზავნილები სენატიდან და მზადება მოლაპარაკებების მე-2 რაუნდისთვის | 25.03.2021

მკაცრი გზავნილები სენატიდან და მზადება მოლაპარაკებების მე-2 რაუნდისთვის – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განმეორებით ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გადამწყვეტ რაუნდს ქვეყნის პრემიერი ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია გაუგებორბაშია, რაც მათივე ამომრჩევლის განწყობაზე აისახება. მთავრობის მეთაურმა დღესვე ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააკრიტიკა.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ოპოზიციამ ჩაშალა, რადგან მათი რეალური მიზანი შეთანხმების მიღწევა არა არის. უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ოპოზიციის ის ახირებაა, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ გააჩნია.

რა პერსპექტივა აქვს დიალოგს მაშინ, როცა მხარეები უკან დახევას არ აპირებენ – გადაწმყვეტი რაუნდის წინ ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ “ქართული ოცნება” შეთანხმებაზე ამჯერადაც უარს იტყვის, ამას დასავლეთიდან მკაცრი სანქციები მოჰყვება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ახლა აუცილებელია ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, თუნდაც ეს პლებისტიცის გზით მოხდეს.

ქვეყანაში არსებული კრიზისი რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა, ამაზე დიპლომატიური კორპუსი პირდაპირ მიანიშნებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ მხარეებს პოლიტიკური გამბედაობა  აკლიათ, კომპრომისი კი არა სისუსტის, არამედ ამომრჩევლის პატივისცემის მაჩვენებელია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლომდე დაბრუნდება. შვედი დიპლომატი ისევ ეცდება მხარეები საერთო პოზიციამდე მიიყვანოს და  5 თვიანი პოლიტიკური კრიზისი დაასრულოს.