მეწყერსაშიშროების გამოვაშლიჯვრის მოსახლეობა შველას ითხოვს და კვირას აქციას აანონსებს | 25.03.2021

თბილისის მერია ვაშლიჯვარში დინამიკაში მოსული მეწყერის გამაგრებით სამუშაოებს იწყებს. მერიის მიზანია მთის ფერდი ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნოს, რისთვისაც დედაქალაქის მთავრობა  რამდენიმე ვერსიას განიხილავს, ერთ-ერთი  მიწის მოხსნა და  ე.წ  ტერასული სქემის მოწყობაა, რაც მიწის საფეხურებად გამაგრებას გულისხმობს. გერმანელი ექსპერტების ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მერია მუშაობას  უახლოეს დღეებში დაიწყებს, თუმცა  უცნობია მთლიანი ღონისძიების დასრულების პერიოდი.

თბილისის მერიის გეგმას, დაიწყოს ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები, საფრთხის შემცველს უწოდებენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში.  ამბობენ, რომ დანაპრალებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს განხორიციელება ფერდობის ჩამოშლას გამოიწვევს.  დარგის სპეციალისტების თქმით, საფრთხე უფრო მასშტაბურია, რადგან ვაშლიჯვარში მოძრაობა დაწყევბული აქვს მთის მთლიან ნაწილს. ექსპერტების შეფასებით, ვიდრე დამეწყრილი ტერიტორიის მონიტორინგის შედეგები სრულად არ დაიდება,  მანამდე ფერდზე არანაირის სახის ჩარევა არ შეიძება.

დინამიკაში მოსული მეწყრული პროცესების გამო ვაშლიჯვრის მოსახლეობა შველას ითხოვს. მათი ნაწილი კვირას  აქციასაც აანონსებს. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მთავარი მოთხოვნა მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობის შეჩერებაა. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების დატოვებას, ისინი  მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ვაშლიჯრისა და ნუცუბიძის ტერიტორიაზე  დინამიკასი მოსული მეწყერის  ფოტოები პირველად 17 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. თუმცა გაირკვა, რომ ინფორმაციის გავრცელეებამდე ერთი დღით ადრე, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისის მერიამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდა. მეწყრული პროცესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი  ადგილზე შეჩერდა ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაც. არსებული ვითარების შესწავლა კი ექსპერტთა ჯგუფმა დაიწყო.