რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-მ გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა – სტოლტენბერგი | 25.03.2021

რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ დესტაბილიზაციის მცდელობები დაგმეს ნატო-ს მინისტერიალზეც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. მისი თქმით, რუსეთი ასევე მხარს უჭერს ბელარუსში მიმდინარე სადამსჯელო ზომებს და ცდილობს ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში. მისი თქმით, ალიანსის პასუხი მტკიცე და თანმიმდევრულია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები