ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელისუფლებასტან უტანხმოება მქონდა – ნატალია საბანაძე | 24.03.2021

გავლენიანი ფრანგული გამოცემა “ლე მონდი” საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემასთან  ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე საუბრობს, რომელმაც  თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ის ამბობს, რომ  ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა. ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი იმედგაცრუებულია, რადგან ევროპულმა მედიაციამ შედეგი ვერ მოიტანა და ფრანგულ გამოცემასთან ყვება, რომ მისი გადადგომა იქნება “გაფრთხილება” ორივე მხარისთვის, გამოსავლის მოსაძებნად.

მმართველი გუნდი ნატალია საბანაძესთან შესაძლო უთანხმოებაზე არ საუბრობს, ამბობენ, რომ  ელჩმა საკუთარი თავი ამოწურა, რადგან ის მოვალეობას  8 წლის განმავლობაში ასრულებდა. “ქართული ოცნება” თვლის, რომ თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ევროკავშირის ჩართულბით, ოპოზიციასთან ჩაშლილი დიალოგი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საბანაძის გადაწყვეტილება, სწორედ ჩაშლილი მოაპარაკებების შედეგია.