წულუკიანის კულტურის კოდექსი და საკადრო გადაწყვეტილება | 24.03.2021

თეა წულუკიანი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა და  საზოგადოებას  ახალი მოადგილეები წარუდგინა. “ქართული ოცნების” უცვლელ ლიდერს 3 მოადგილე ეყოლება. მათგან 2- პროფესიით იურისტი და იუსტიციის სამინისტროს კადრია, ერთ კი დიპლომატია.

თეა წულუკიანის  გადაყვეტილებით, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე იქნება, რომელიც ქართულ კულტურას მსოფლიოს გააცნობს.  ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხები მინისტრმა სოსო გიორგაძეს  ჩააბარა, რომელიც აქამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.  წულუკიანის მოადგილედ დაინიშნა იოსებ ბაღათურიაც, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა.

მოადგილეების  წარდგენისას თეა წულუკიანმა  პირველი საკანონმდებლო ინიციატივაც დაანონსა და  მოადგილეს, სოსო ბაღათურიას კულტურის კოდექსის შექმნა დაავალა.  დეტალებზე მინისტრს დღეს არ უსაუბრია.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. განათლების სამინიტროს ცოტა ხნის წინ გამოეყო.  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა მისი მართვა  “ქართული ოცნების” ერთ-ერთ უცვლელ ლიდერს- თეა წულუკიანს ჩააბარა. მანამდე  წულუკიანი პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები