მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაძლიერებულია – კალაძე | 24.03.2021

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებულია – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მტავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძე ამბობს, რომ  კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა. კალაძის თქმით, როცა გაჩნდა საშიშროება, რომ პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო, მოძრაობა მაშინვე ორმხრივად ჩაიკეტა.  მერი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული მეწყერსაშიში ზონის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის არანაირი სამუშაო არ განხორციელებულა და არც მომავალშია დაგეგმილი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძე, გუშინ  ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავებასაც გამოეხმაურა. დედაქალაქის მერი ამბობს,  რომ კანონისთვის თავის არიდების საშუალებას არავის მისცემენ და  კორუფციასთან ბრძოლაში პრინციპულები იქნებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები