„ოცნება“ ფართომასშტაბიან თვალთვალსა და მიყურადებას აწარმოებს – ანა დოლიძის სარჩელი და მოთხოვნა | 23.03.2021

ანა დოლიძემ მასზე ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ფართო მაშტაბიან თვალთვალსა და მიყურადებას აწარმოებს, რომელიც  მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟისთვის გამოიყენება. დოლიძე დღეს  გადამდგარი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი  მოადგილის,  კახაბერ საბანაძის გამოკითხვასაც ითხოვს.

შეგახენებთ, რომ ანა დოლიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების  არსებობის შესახებ ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა. არხის ინფორმაციით, სუს-ის ყოფილ  თანამშრომელს  ივანე გულაშვილის, რომელიც ახლა პატიმრობაშია, ევალებოდა სახლებში მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება. მისი თქმით, ერთ-ერთი  ვის სახლშიც მოსასმენი ტექნიკის დამონტაჟების დავალება მიიღო მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე იყო.