თეა წულუკიანი კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა | 19.03.2021

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში ბრუნდება. წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებითვე მიხეილ ჩხენკელი დღეიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს უხელმძღვანელებს. მთავრობაში საკადრო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც პარლამენტმა 16 მარტს განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა.