ხვალიდან გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმზე – ოპოზიცია | 19.03.2021

ოპოზიცია ხვალისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციას აუქმებს. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიური ერთობის წევრებმა დაანონსეს, რომ ხვალ, დღის 12:00 საათზე მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქმედო გეგმას გაახმოვანებენ და ბრძოლის ახალ ეტაპს დაიწყებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ოცნების” მიერ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ მმართველ გუნდზე შიდა და გარე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები