გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო – ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბრალი დაუმძიმდა | 18.03.2021

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც პოლიციამ ქალზე ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავა, ბრალი დაუმძიმდა. საგამოძიებო უწეყბა გოგი წულაიას ამჯერად უკვე სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას ედავება, რაც დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მძიმე ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალს ისევ არ აღიარებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს და შიმშილობას იწყებს. წულაიას განმარტებით, მას ნაცნობი ქალბატონი პროვოკაციის მოწყობის მიზნით მიუგზავნეს.