შესაძლოა, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაწყებიდან მალევე შეჩერდეს | 18.03.2021

საქართველოში შესაძლოა ვაქცინაციის პროცესი დაწყებიდან მალევე შეჩერდეს. მიზეზი  “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის  დაფიქსირებაა. ახალციხის იმედის კლინიკის 27 წლის ექთანს აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.  გოგონა თავდაპირველად კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.  ადგილზე სიტუაცია დაიძაბა და ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რა გახდა გართულების გამომწვევი მიზეზი. ინექციის შემდეგ ახალციხის ტელევიზიასთან ინტერვიუში  ის ამბობდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ვაქცინაცია აუცილებელი იყო.

ახალციხის შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ფაქტს რეგულირების სააგნეტო სწავლობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით,  ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით. თამარ გაბუნიას თქმით, ასტრაზენეკას  მსგავსი რეაქცია უკვე აქვს დაფიქსირებული – 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები