პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შეიარაღებულ თავდამსხმაში ბრალდებული დააკავა | 18.03.2021

პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე  შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული  დააკავა. გამოძიების ვერსიით, 30 წლის მამაკაცმა პნევმატური იარაღით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ბანერს ესროლა, რის შემდეგაც კახეთის რეგიონში მიიმალა. პოლიციამ ის  რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა, საცხოვრებელი ბინიდან კი ნივთმტკიცებად იარაღი, ვაზნები და ნარკოტიკული ნივთირება ამოიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიუხედავად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახლა შეიარაღებული თავდასხმის დამკვეთის გამოვლენას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” მისი მმართველობის პერიოდში ოპონენტებზე ძალადობას ახალისებს, რისი დასტურიც გუშინ მომხდარი ფაქტია. ნიკა მელიას თანაგუნდელები დღეს ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომელშიც “ოცნების” ლიდერი მომხდარზე პასუხიმსგებლობას ისევ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს აკისრებს.

ოპონენტების ბრალდებები ისევ აბსურდული ჰგონიათ მმართველ გუნდში, სადაც გამოძიების ობიექტურობაში დარწმუნებულები არიან. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პარტიულ ოფისებზე შეიარაღებული თავდასხმები და ოპონენტების დევნა  მათი გუნდის ხელწერა არა არის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები