მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდი, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს უკვე მეორედ ხვდება | 18.03.2021

მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდი დაიწყო – ამ წუთებში მედიის ყურადღება ევროკავშირის ოფისისკენაა მიმართული, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს უკვე მეორედ ხვდება. არა არის გამორიცხული, რთული და ხანგძლივი შეხვედრის შემდეგ მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე სწორედ დღეს მივიდნენ და ოთახიდან კონკრეტული დოკუმენტით გამოვიდნენ. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციამ იმედი გამოთქვა, რომ მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად, ოცნებასთან საერთო ენას გამონახავენ და კრიზისის განმუხტვას დაიწყებენ. მთავარი მოთხოვნა კი ისევ ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

შეხვედრაზე მმართველი გუნდის მისვლას წინ ევროკავშირის ოფისში ირაკლი კობახიძის მოულოდნელი გამოჩენა უძღოდა. გადამწყვეტ რაუნდამდე რამდენიმე საათით ადრე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კრისტიან დანიელსონს პირისპირ შეხვდა, თუმცა რაზე ისაუბრა ევროპელ დიპლომატთან ეს აღარ თქვა. “ქართული ოცნება” იმედს გამოთქვამს, რომ 7 დღიანი დიალოგი შედეგიანი იქნება, თუმცა აქვე ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი ხელმოწერა დოკუმენეტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მასში სამათლიანი პირობები ეწერება.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებების მთავარმა მედიატორმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება, საბოლოო შეთანმხების მისაღწევად კი მხარეებს კიდევ უფრო მეტი მუშაობა მართებთ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები