ემუქრება თუ არა მეწყერი თბილისს- რამ გამოიწვია ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყერის დაძვრა | 18.03.2021

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე მეწყრული პროცესები განვითარდა, მიწა ორად გაიყო და შედეგად დასახლებული პუნქტები მეწყერის ჩამოწოლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

როგორც სპეციალისტები ამბობენ ვაშლიჯვრის ფერდობიდან მეწყერის ჩამოწოლა გარდაუვალია და  ეს მხოლოდ დროის საკითია. მათთვის ამ ეტაპზე უცნობია რა მიმართულებით შეიძლება დაიძრას დიდი ოდენობით მიწის მასა და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს დედაქალაქის მოსახლეობას. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მეწყრული პროცესები მიმდებარე ფერდობებზეც განვითარდეს, იმ შემთხვევაში თუ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება.

ვაშლიჯვრის და ნუცუბძის ფერდობზე რომ მეწყრული პროცესები დინამიკაში მოვიდა, სავარაუდოდ თბილისის მერიამ უკვე დიდი ხანია იცის, თუმცა ადგილზე სპეციალისტები მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ორად გაყოფილი ფერდობის ფოტოები ინტერნეტსივრცეში გავრცლდა. თბილისის მერი აცხადებს, რომ მეწყრული პრიცესი ტერიტორიაზე დიდი ხანია მიმდინარეობს და მისი გააქტიურება ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან კავშირში არ არის. კახა კალაძის განმარტებით მაჭავარიანის ქუჩაზე შექმნილ ვითარებას გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან.

გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები თბილისში ორშაბათს ჩამოვლენ, მათთან ერთად ადგილზე ვითარებას კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” წარმომადგენლები შეისწავლიან, რომლებმაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ წყნეთი ბეთანიის მეწყერული ზონა აღადგინეს. მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე არსებული ვითარება დღეს კომპანიის ხელმძღვანელმა დაათავლიერა. პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ ვითარება რთულია, თუმცა არა საგანგაშო.

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის დაძვრის მიუხედავად მერია ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს. დილიდან ისევ მუშაობს მძიმე ტექნიკა, რამაც სპეციალისტები აზრით შესაძლოა ბუნებრივი კატასტროფა დააჩქაროს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები