პარლამენტთან გაშლილ კარვებს “ციანიდის საქმეში ” ბრალდებული გიორგი მამალაძის ძმის კარავი მიემატა | 17.03.2021

რუსთაველის გამზირზე პროტესტს ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი  მამალაძის ძმა შეუერთდა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ კარავი უსამართლობის სიმბოლოა და ის  პარლამენტის წინ იდგება, სანამ მისი ძმა უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე პროტესტს აგრძელებს მალხაზ მაჩალიკაშვილიც. პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი დამნაშავეების დასჯაა. მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ  “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში,მისი შვილის გარდაცვალების საქმე გამოუძიებელი დარჩება. სწორედ ამიტომ, შვილმოკლული მამა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რუსთაველის გამზირი კარვების ქალაქად ბოლო რამდენიმე თვეა გადაიქცა. მოთხოვნა საერთოა – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.