ნიკა მელიას დაკავება და პოლიტიკური კრიზისი იენს სტოლტენბერგის შეშფოთების მიზეზია | 17.03.2021

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს სამწუხაროს უწოდებს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინსტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ალიანსის გენერლურმა მდივანმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობის საკითიც ახსენა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას შეძლებს.

ერთობლივ პრესკონფერენციამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი დღის წესრიგი და ინტეგრაციის პროცესი, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიებზე საქართველოს საზღვრების აღიარებას გააგრძელებს. იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები