„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს | 17.03.2021

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პარტიის წევრების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული. პარტიაში განმარტავენ, რომ ბილბორდს 5 ნატყვიარი აქვს, გასროლა კი თეთრი ფერის “ტოიოტას” მარკის  მანქანიდან განხორციელდა. როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, ოფისის მთელს პერიმეტრზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული და სურვილის შემთხვევაში პოლიცია  ფაქტის გამოძიებას შეძლებს. პარტიაში ამბობე, რომ  ოფისის მისამართით გასროლა შეკვეთით, წაქეზებულმა პირმა განახორციელა.  მომხდარზე შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა  და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები