პოლიტიკური მედიაცია თბილისსა და ბრიუსელში გრძელდება | 16.03.2021

პოლიტიკური მედიცია თბილისსა და ბრიუსელში გრძელდება – პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნას ევროკავშირი  პოლიტიკურად ორ ყველაზე ცხელ ეპიცენტრში ცდილობს. მოლპარაკებების მეხუთე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას  კიდევ ერთხელ შეხვდება და მათ არგუმენტებს მოისმენს. ევროკავშირის ოფისში შეხვედრა ამ დრომდე არ ჩანიშნულა, თუმცა ოპოზიციის ლიდერებს იქ ყოველ წუთს ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტები დანიელსონთან  იმ იმედით მიდიან, რომ “ქართული ოცნება” პასუხისმგებლობას აიღებს და 6 პუნქტიანი გეგმის საკვანძო მუხლებს შეასრულებს.

ევროკავშირის ოფისში, სავარაუდოდ დღესვე მივლენ “ქართული ოცნების” ის ლიდერები, რომლებიც გუშინ გვიანობამდე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავდნენ. მოლაპარაკებების ფონზე, “ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციაზე ღია თავდასმების მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდი მაინც იტოვებს იმედს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულობას გამოიჩენს და მოლაპარაკებების მაგიდას არ ააყირავებს.